logo_geo
5 პროდუქტი, რომელიც ნელა გკლავთ
- +

6 აპრილი. 2019. 18:31

 

 

იცოდით , რომ ყოველდღიურად ისეთ პროდუქტებს ვიღებთ, რომლებიც ხელს უწყობენ სიკვდილს? ამ პროდუქტებიდან ზოგი მაღალ წნევას, ქოლესტერინის მაღალ დონეს, დიაბეტს , გულის დაავადებებსა და კიბოსაც კი იწვევს.

 

 

1) ტომატ-პასტა

 

 

ტომატ-პასტას შეგიძლიათ, შენიღბული მკვლელი უწოდოთ, რადგან ის შაქრის ფარული წყაროა. მისი მიღება იწვევს დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს და კარიესს. იმისათვის, რომ საფრთხეს თავი ავარიდოთ, საჭმლის მომზადებისას თქვენივე ხელით მოამზადეთ პომიდვრის სოუსი (შეგიძლიათ, კერძს გახეხილი პომიდორი დაუმატოთ).

 

 

2) ლიმონათი/გაზიანი სასმელები

 

 

გაზიანი სასმელები მთელი ორგანიზმის მტერია, მისი მიღება იწვევს: კანის გამოფიტვას, ჰორმონალურ დისბალანსს, სისხლში შაქრის დონის ცვლილებას და განწყობის გაუარესებას. დაივიწყეთ იმ კომპანიების პროდუქტიც კი, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ მათი წვენი 100 %-ით ნატურალურია და პირიქით, ვიტამინებსაც კი შეიცავს. ნებისმიერი გაზიანი სასმელი  შეიცავს კონსერვანტებს, საღებარებსა და შაქარს.

 

3)  მზესუმზირის ზეთი

 

 

 

მცენარეულ ზეთს საკმაოდ ხშირად ვიყენებთ და ბევრ ჩვენგანს აქამდე არც უფიქრია, რამდენად სახიფათო პროდუქტია ის. ასეთი ზეთი უმეტესად გენმოდიფიცირებულია. გარდა ამისა, მცენარეული ზეთი შეიცავს ე.წ. ტრანს-ცხიმებს, რაც იწვევს კარდიოვასკულურ დაავადებებს, სიმსუქნეს, კიბოს და ალცჰაიმერსაც კი. თუმცა, არსებობს ჯანსაღი ალტერნატივა, მაგალითად: ქოქოსის, ავოკადოს ან ზეითუნის ზეთი.

 

4) კარტოფილის ჩიფსები

 

 

ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც გამოშრობამდე შემწვარია, შეიცავს საშიშ ნივთიერებას, რომელსაც აკრილამიდი ეწოდება. არც კარტოფილის ჩიფსებია გამონაკლისი. იცოდით, რომ ჩიფსების მიღება ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს? ასე რომ , მოერიდეთ ჩიფსების ყიდვას და შეეცადეთ, ის სახლში მოამზადოთ. დაგჭირდებათ მხოლოდ კარტოფილი და ზეითუნის ზეთი.

 

5) მარილი

 

 

მარილი  დიდ როლს თამაშობს სისხლის მიმოქცევის დარეგულირებაში. თუ  მარილს დიდი რაოდენობით მიიღებთ, გექნებათ მაღალი წნევა და შესაძლოა, კარდიო ვასკულარული დაავადებაც კი განგივითარდეთ, რაც სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა, მსოფლიო მასშტაბით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი