logo_geo
რიჩარდ გირი და ჰელენ მირენი ყველაზე ლამაზად დაბერებული ვარსკვლავების რეიტინგში ლიდერობენ
- +

7 აპრილი. 2019. 02:17

 

 

ბევრ ვარსკვლავს დაბერების ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ სიბერე მის კარიერას წერტილს დაუსვამს. თუმცა ბევრი მათგანი წლების მატებას მშვიდად ხვდება და ასაკი  ვერაფერს აკლებს. მაგალითად, 73 წლის ჰელენ მირენს და 69 წლის რიჩარდ გირს, რომლებიც „ყველაზე ლამაზად დაბერებული“ ცნობილი სახეების რეიტინგის პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ.

 

ეს რეიტინგი სახის მოვლის საშუალებების შვედურმა ბრენდმა, „Foreo“–მ მაშტაბური გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა. მისი შედეგები „Miror“-ში გამოქვეყნდა.

 

მეორე ადგილი ყველაზე ლამაზ ასაკოვან ქალებს შორის დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაიკავა. სხვათა შორის, მირენმა 2006 წელს მისი როლი შეასრულა პრინცესა დიანას შესახებ გადაღებულ ფილმში. მესამე ადგილზე 60 წლის მადონა აღმოჩნდა, რომელსაც არასოდეს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია. მომღერალი არ მალავს, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებს.

 

მეოთხე ადგილზე მოხვდა ქანთრის მომღერალი დოლი პარტონი, რომელიც 73 წლისაა. მეხუთე ადგილზე კი - 72 წლის შერი.

 

რაც შეეხება მამაკაცებს, როგორც გითხარით, პირველი ადგილი რიჩარდ გირმა დაიკავა. მან ოდნავ აჯობა 66 წლის ლიამ ნისონს და 65 წლის პირს ბროსნანს, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს. მეოთხე ადგილზეა 71 წლის არნოლდ შვარცენეგერი. მეხუთე ადგილზე კი - 76 წლის ჰარისონ ფორდი.

 

ჰელენ მირენი ასაკს არასოდეს უშინდებოდა. მას შეუძლია უმაკიაჟოდ გადაღებული სელფი საჯაროდ გამოფინოს. რიჩარდ გირი კი სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გახდა მამა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი