logo_geo
ჩერნობილის დახურული ზონა ტურისტებისთვის გაიხსნა
- +

8 აპრილი. 2019. 00:22

 

ჩერნობილის ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, დახურული ზონა ბელორუსიის მხარეს ტურისტებისთვის გაიხსნა.

 

„ტურისტებისთვის შემუშავებულია ორი მარშრუტი, სპეციალურად შეირჩა მოედნები, გაკეთდა გზები და დეტალურად განისაზღვრა ტერიტორიები, რომელთა ნახვაც შეეძლებათ დამთვალიერებლებს", - განაცხადა სახელმწიფო რადიაციული და ეკოლოგიური ნაკრძალის დირექტორის მოადგილე მაქსიმ კუდინმა.

 

კუდინმა ასევე განმარტა, რომ შერჩეული ზონა ტურისტების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

 

„რადიაციის დოზა, რომელსაც ამ რაიონების მონახულების დროს ტურისტი მიიღებს, არ აჭარბებს იმას, რომელსაც ადამიანი თვითმფრინავით ფრენისას იღებს", - განაცხადა მაქსიმ კუდინმა.

 

ტერიტორიის დათვალიერება 5 ადამიანისთვის დაახლოებით 160 დოლარი ეღირება. ჩერნობილში მსგავსი ვიზიტები უკრაინის ტერიტორიაზე უკვე მრავალი წელია ტარდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი