logo_geo
დაუჯერებელი ამბავი - მატჩის დროს ფეხბურთელი თვითმფრინავით გაიტაცეს
- +

8 აპრილი. 2019. 00:49

 

დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა სიცილიის სამოყვარულო ჩემპიონატში. ვიაგრანდესა და ნებროდის შორის მატჩის მეორე ტაიმში, მინდორზე ვერტმფრენი დაეშვა, საიდანაც რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი გადმოხტა.

 

მათ შეიპყრეს ვიაგრანდეს 55 წლის ფეხბურთელი ინიაციო ბარბაგალო, ხელები ამოუტრიალეს, ვერტმფრენში ჩასვეს და გაფრინდნენ, ვიდეო კადრები ფეხბურთელმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

 

გულშემატკივრები და ფეხბურთელები შეშინებულნი და გაკვირვებულნი დარჩნენ, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს ხუმრობა იყო. ბარბაგალომ თავისი კარიერის ბოლო მატჩის დროს მომხდარი ეს გატაცება გაითამაშა.

 

სიცილიური ხუმრობა ინიაციოს ჯარიმის სახით 200 ევროდ და 2019 წლის 31 მაისამდე დისკვალიფიკაციად დაუჯდა. ფეხბურთელს დამატებითი სანქციები ელოდება მთავრობისგან, რადგან არ შეათანხმა ვერტმფრენის დასმა ხალხმრავალ ადგილას.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი