logo_geo
დოსტოევსკის გენიალური ანალიზი - ფრაზები, რომლებიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ
- +

8 აპრილი. 2019. 12:40

 

 

  1. თუ გინდა, რომ არავინ დაგიჯეროს, საკუთარი თავი უნდა ითამაშო.

 

  1. არასოდეს მოატყუო საკუთარ თავს. ის, ვინც საკუთარ თავს ატყუებს, ვეღარ ხედავს სიმართლეს საკუთარ თავში ან მის გარშემო და საკუთარი თავის და გარშემომყოფების პატივისცემას კარგავს. ის, ვინც პატივისცემას კარგავს, კარგავს სიყვარულის უნარს.

 

  1. ბედნიერება უბედურების მიზეზის მიხვედრაა.

 

  1. ადამიანი მძიმე დღეებს ითვლის, ბედნიერ დღეებს - არასოდეს.

 

  1. ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, მისი მიღწევის მცდელობაშია.

 

  1. ორიგინალობის ნაკლებობა ყველა დროში წარმატებული და პრაქტიკული ადამიანის უმთავრეს თვისებად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ მშობლებიც მთელი თავისი არსებით ცდილობენ, გახადონ შვილები რაც შეიძლება ჩვეულებრივები.

 

  1. საკუთარი გზით არასწორად სიარული სჯობს, სხვისი გზით სწორად სიარულს.

 

  1. თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულერთია.

 

  1. ტანჯვა და ტკივილი გონიერი და ღრმა ადამიანის თანმდევია მუდამ. რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო დიდია მისი ამქვეყნიური სევდა.

 

  1. თუკი ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი დასაშვებია.

 

  1. მთელი უბედურება ის არის, რომ ზოგს საერთოდ არ სწამს ღმერთის, ზოგს კი ისე ძალიან სწამს, ადამიანის მოკვლის დროსაც ლოცულობს.

 

  1. ადამიანების არსებობის უმთავრესი იდეა სიცოცხლე კი არა, იმის პოვნაა, რისთვისაც იცოცხლებს.

 

  1. სულელების სამოთხეში ბედნიერებით ტკბობას, მწარე სიმართლით განცდილი უბედურება სჯობს.

 

  1. არ ეშინია მხოლოდ სულელს. ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის.

 

  1. ძალაუფლება მხოლოდ იმათ ეძლევათ, ვისაც ჰყოფნის მისი ხელში აღების გამბედაობა. მხოლოდ ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ერთადერთს: უნდა შეგეძლოს გაბედვა!

 

  1. ძლიერი იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი