logo_geo
რას ყრის ნაგავში FACEBOOK-ის დამფუძნებელი
- +

8 აპრილი. 2019. 19:36

 

 

The New York Times-მა გაავრცელა იმ ნივთების ჩამონათვალი, რასაც  Facebook-ის დამფუძნებლი, მარკ ცუკერბერგი ნაგავში ყრის.

 

NYT-სთან ინტერვიუში ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც თავს, ნაგავში ნაპოვნი ნივთების გაყიდვით ირჩენს, ცუკერბერგის ნაგვის ურნაზეც ისაუბრა.

 

ჯეიკ ორტა სან ფრანცისკოში ცუკერბერგის $10 მილიონიანი სახლიდან 3 კორპუსის მოშორებით პატარა ბინაში ცხოვრობს. მისი თქმით, მარკ ცუკერბერგის სახლის ნაგვის ურნაში ისეთი ნივთები ხვდება, როგორებიცაა:

 

გამართულად მომუშავე ყავის მანქანა

ასევე მწყობრში მყოფი მტვერსასრუტი

თმის საშრობი

დიეტური ლუდის ქილები

ფოსტით მიღებული დოკუმენტები

ქათმის ნარჩენები

მოძველებული ბაგეტი

ჩინური სწრაფი კვების ყუთები

 

The New York Times-ის მასალა კალიფორნიაში ნაგვის შეგროვების არალეგალურობას ეხებოდა. კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნაგავი ტროტუარზე განთავსებულ ურანში აღმოჩნდება, ის დასუფთავების კომპანიის საკუთრებად ითვლება.

 

მარკ ცუკერბერგის ნაგვის ურნის შემადგენლობამ საერთაშორისო მედიაში დაინტერესება გამოიწვია. გამოცემა Business Insider წერს, რომ ცუკერბერგმა ახლა თავისი პირადი ცხოვრების დარღვევის მაგალითზე რეალურად გაიგო, როგორია სხვისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება.

 

Facebook-ზე მომხმარებლების პირადი მონაცემები არაერთხელ გამჟღავნებულა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რათა ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი