გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მიმდინარე წელს ხორბლის მოსავალი მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.
ხორბლის მოსავალი დაახლოებით 2,66 მილიარდი ტონა იქნება, რაც აუცილებელზე 30 მილიონი ტონით ნაკლებია.
როგორც Euronews წერს, შიმშილის საფრთხე ჯერჯერობით არ არის, რადგან გასული წლის მარაგს გამოიყენებენ. თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მარაგი 44 მილიონი ტონით შემცირდება.
მოსავლის შემცირებას გასული წლის გვალვებს უკავშირებენ, რის გამოც ევროპაში პურის ფასი საშუალოდ 6,3%-ით გაიზარდა.