logo_geo
7 მიზეზი - რატომ უნდა მიირთვათ უფრო მეტი ბანანი?
- +

10 აპრილი. 2019. 16:31

 

 

ბანანი არა მარტო გემრიელია, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა. ვნახოთ შვიდი მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც უფრო მეტი ბანანი უნდა მიირთვათ.

 

  1. ბანანი შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, სასარგებლო ნივთიერებებს - ის ვიტამინებისა და ნუტრიენტების ბუნებრივი წყაროა. შეიცავს კალიუმს, B6 ვიტამინს, ცილებს, C ვიტამინს და ა.შ.

 

 

  1. ბანანის მირთმევის შემდეგ ხდებით უფრო ენერგიულები - ის ორგანიზმს ამარაგებს კალიუმით, ანტიოქსიდანტებით და გეხმარებათ, რომ მუდამ ტონუსში იყოთ. დაიწყეთ დილა ბანანის მირთმევით და ნახავთ, რომ მთელი დღე ენერგიულად იგრძნობთ თავს.

 

 

 

  1. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს - ბანანის რეგულარულად მირთმევის შედეგად სისხლში შაქრის დონე რეგულირდება, ამავდროულად, ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირებას.

 

 

  1. . ბანანი შესაძლოა წონაში დაკლებაშიც დაგეხმაროთ - დიეტოლოგები ხშირად უნიშნავენ ადამიანებს ე.წ. ბანანის დიეტას, რადგანაც ის ამცირებს ჭამის მადას. მისი მირთმევის შემდეგ თავს დანაყრებულად გრძნობთ და ამავდროულად, ორგანიზმს ავსებს საჭირო ვიტამინებით.

 

 

  1. ბანანის მირთმევა გიუმჯობესებთ განწყობას - მისი მირთმევის შემდეგ ორგანიზმში აქტიურდება ბედნიერების ჰორმონები და ადამიანი პოზიტიურ განწყობაზე დგება.

 

 

  1. ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ხარისხს - ბანანის მირთმევის შედეგად ორგანიზმი მარაგდება კალიუმით, რაც გულის სიჯანსაღეს განაპირობებს.

 

 

 

  1. ამცირებს კუჭის წყლულის გაჩენის შანსს და ხსნის გულძმარვას - ის დაგეხმარებათ ბალანსის აღდგენაში, ხოლო მისი მირთმევის შემდეგ კუჭის გაღიზიანების ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი