logo_geo
რამდენიმე საათში შავი ხვრელის პირველ ფოტოს ვიხილავთ
- +

10 აპრილი. 2019. 16:41

 

რამდენიმე საათში მეცნიერების დიდი ჯგუფი შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის პირველ ფოტოს წარადგენს, რომელიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში არსებული ობსერვატორიების მიერ შეგროვებული მონაცემების გაერთიანებითაა მიღებული.

 

სხვადასხვა ტელესკოპის გაერთიანებით ასტრონომებმა ერთი დიდი, დედამიწის ხელა ვირტუალური ტელესკოპი მიიღეს, რომლითაც ისინი ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის ცენტრში არსებულ შავ ხვრელს დააკვირდნენ, რამდენიმე საათში კი ისინი ამ დაკვირვებებით მიღებულ ფოტოს საჯაროდ წარადგენენ.

 

შავი ხვრელების თვალით დანახვა შეუძლებელია, ამ ობიექტებს უსასრულოდ დიდი სიმკვრივე აქვთ, რის გამოც სინათლე მათგან გამოღწევას ვერ ახერხებს. ნაცვლად თავად შავი ხვრელისა, ფოტოზე მის სილუეტს ვიხილავთ — შავი ხვრელის კონტურს, რომელსაც მის გარშემო არსებული კაშკაშა, გაცხელებული გაზები წარმოქმნიან.

 

მოვლენათა ჰორიზონტი ეწოდება შავი ხვრელის გარშემო არსებულ საზღვარს. ნებისმიერი რამ, რაც ამ საზღვრის მიღმა მოხვდება, შავი ხვრელიდან თავს ვერასდროს დააღწევს.

 

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როგორ ფოტოს ვიხილავთ რამდენიმე საათში, მეცნიერები წინასწარ მინიშნებებს არ აკეთებენ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, შავი ხვრელის ფოტოთი ამ უცნაური ობიექტების ბუნების ამოხსნას უკეთ შევძლებთ.

 

პრესკონფერენცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი