logo_geo
ძაღლი თუ კატა - რომელი ცხოველი აბედნიერებს პატრონებს ყველაზე მეტად
- +

10 აპრილი. 2019. 19:46

 

 

„ეს კითხვა კაცობრიობას 2 ბანაკად ჰყოფს: ვინ უფრო ბედნიერია, ძაღლების პატრონები თუ კატების? როგორც ჩანს, ამერიკელმა სოციოლოგებმა ამ კითხვაზე პასუხი იპოვეს", - წერს გერმანული გამოცემა Die Welt წერს.

 

საყოველთაო სოციოლოგიური გამოკითხვის ფარგლებში ამერიკელი მკვლევარები 1972 წლიდან მოქალაქეების პოლიტიკური, სოციალური და კულტური შეხედულებების შესახებ მონაცემებს აგროვებენ. საშუალოდ მასში 1500-3000 ადამიანი მონაწილეობს.

 

გასულ წელს გამოკითხვაში პირველად ჩასვეს კითხვა შინაური ცხოველების შესახებ და მეცნიერებმა პატრონების განწყობაზე ცხოველების გავლენა შეაფასეს.

 

როგორც აღმოჩნდა, ძაღლების პატრონები საშუალოდ 2-ჯერ მეტად ბედნიერები არიან კატების პატრონებთან შედარებით. ამასთან, ადამიანები, რომლებსაც შინაური ცხოველები არ ჰყავთ, უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე კატის პატრონები.

 

2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ძაღლის პატრონები სუფთა ჰაერზე უფრო მეტ დროს ატარებენ და უფრო აქტიურები არიან, რაც მათ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი