logo_geo
აზიის სუპერმარკეტებში პოლიეთილენის პარკები ფოთლებმა ჩაანაცვლა
- +

11 აპრილი. 2019. 01:03

 

 

აზიური ქვეყნები, მათ შორის ვიეტნამი და ტაილანდი, ეძებენ ახალ გზებს, რათა პლასტიკური შეფუთვის გამოყენება თავიდან აიცილონ. აზიური სუპერმარკეტების ნაწილი უკვე იყენებს ფოთლებს პოლიეთილენის პარკების ნაცვლად.

 

ამის შესახებ ინფორმაციას გასართობი ინტერნეტ–ჟურნალი Webmdi აქვეყნებს.

 

 

ინოვატორი ამ მიმართულებით სუპერმარკეტი „რიმპინგი“ გახდა, რომელმაც ბოსტნეულის შესაფუთად ბანანის ფოთლები გამოიყენა. იდეის ავტორები თავად ამ მაღაზიის წარმომადგენლები არიან. ისინი იმედოვნებენ, რომ მათ წამოწყებას სურსათით მოვაჭრე სხვა ობიექტებიც მალე აიტაცებენ.

 

პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს. ამისთვის საჭიროა ადამიანებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ გარემოს გლობალური ცვლილებებისა და პრობლემების შესახებ, წერია Webmdi-ს სტატიაში.

 

პოლიეთილენთან ბრძოლა საქართველოში

 

1 აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების გამოყენება აიკრძალა და ისინი ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდა.

 

წელსვე პლასტიკის პარკების კომპოსტირებისა და ბიოდეგრადაციის განსაზღვრის ლაბორატორია ამოქმედდება.

 

ოქსობიოდეგრადირებადი და 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა.

 

1 დეკემბრიდან კი, მწარმოებლებს გაფართოებული ვალდებულების განხორციელება მოუწევთ, რაც გარკვეული პროდუქციის მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ ამ პროდუქციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება, რომ შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

 

სპეციფიკურ ნარჩენებს მიეკუთვნება: ნარჩენი შესაფუთი მასალა (პლასტმასი, ქაღალდი/მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, ბატარეები და აკუმულატორები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი