logo_geo
მტკვრის სანაპიროზე წითელ ნუსხაში შეტანილი მკვდარი წავი იპოვეს — დაწყებულია მოკვლევა
- +

11 აპრილი. 2019. 18:38

 

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მკვდარი წავი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ-გვერდმა „სხვა მეზობლები“ გაავრცელა.

 

 

ამავე გვერდის ცნობით, წავს ფეხზე მარყუჟი აქვს მობმული. თავში, კი, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. წავი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.

 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს თქმით, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს მოკვლევა და თუ დადგინდება, რომ წავი მოკლულია, შესაძლოა, რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართონ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი