logo_geo
„წითელქუდა“ და „მძინარე მზეთუნახავი“ - ბარსელონის სკოლის ადმინიტრაციამ საბავშო ლიტერატურიდან ამოიღო
- +

11 აპრილი. 2019. 20:24

 

ბარსელონაში სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება საბავშვო ლიტერატურის სიიდან ორასზე მეტი წიგნი ამოეღო. მიზეზად „სექსისტური“ შინაარსი დასახელდა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais წერს.

 

ირკვევა, რომ ჩამონათვალში „წითელქუდა“, „მძინარე მზეთუნახავი“ და უამრავი სხვა ცნობილი ზღაპარია.

 

კომისიის წევრები აღნიშნავენ, რომ თითოეულ მათგანში „შეშინებულსა და განსაცდელში მყოფ პრინცესას“ ძლიერი და კეთილშობილი პრინცი იხსნის, რაც საზოგადოებრივ აზროვნებაში „სექსისტური მოდელების“ ჩამოყალიბებას ემსახურება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი