logo_geo
მსოფლიოში ყველაზე ტკბილ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყო
- +

12 აპრილი. 2019. 01:45

 

საკონდიტროს Mars Wrigley სურს დაიქირავოს მოხალისე, რომლის მოვალეობაც სტაჟირების განმავლობაში შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის მირთმევა იქნება. ამის შესახებ Yahoo წერს.

 

ირკვევა, რომ ამერიკული საკონდიტრო შერჩეულ კანდიდატს მოხალისეობრივი საქმისთვის გადაუხდის. მსოფლიოში ყველაზე ტკბილი სტაჟირება 8-12 კვირის ხანგრძლივობისაა. პროგრამა პირველად გასულ წელს ამოქმედდა.

 

სტაჟირებით დაინტერესებულ კანდიდატს სკოლა უნდა ჰქონდეს დამთავრებული და 2019 წლის 20 მაისს სულ მცირე 21 წლის მაინც უნდა იყოს. კომპანია Mars Wrigley მსოფლიოში ცნობილ არაერთ პროდუქტს აერთიანებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი