logo_geo
WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა
- +

12 აპრილი. 2019. 13:12

 

 

WhatsApp-ის დეველოპერებმა ახალი ფუნქციის ტესტირება დაიწყეს, რომლის საშუალებითაც ჯგუფური ჩატებიდან გაუსვლელად ჩატის შესახებ შეტყობინებების გათიშვა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფუნქციაზე მუშაობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აპლიკაციის ავტორებს შესაბამისი საჩივრით არაერთმა მომხმარებელმა მიმართა.

 

ისინი წუხდნენ, რომ მეგობრები მათ სხვადასხვა ჯგუფურ ჩატში ამატებდნენ, ამ ჩატებიდან გასვლის შემთხვევაში კი ამას სხვა მონაწილეები დაინახავდნენ.

 

„დაარქივებული ჩატების იგნორირების ფუნქციის“ საშუალებით მომხმარებელი ჯგუფურ ჩატში დარჩება, მაგრამ მის შესახებ შეტყობინება აღარ მიუვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი