logo_geo
Facebook-ზე შესაძლოა მიწერის ფუნქცია Messenger-ის გახსნის გარეშე დაბრუნდეს
- +

12 აპრილი. 2019. 16:30

 

 

Facebook-მა შესაძლოა მიწერის ფუნქცია თავის მთავარ აპლიკაციაში, Messenger-ის გახსნის გარეშე დააბრუნოს. „The Verge“-ის ცნობით, ამჟამად ფუნქცია იტესტება და მხოლოდ რამდენიმე მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. 

 

სიახლის საშუალებით, მომხმარებლებს მიწერისა და Facebook Feed-ის გამოყენება მხოლოდ ერთ აპლიკაციაში შესვლით შეეძლებათ. „ჩატის“ ღილაკი, რომელიც Facebook-ის აპლიკაციაში მარჯვენა კუთხეშია განთავსებული, აპლიკაციაშივე გახსნის მესიჯების ველს.

 

Messenger, როგორც ცალკე აპლიკაცია, 2014 წელს შეიქმნა. „The Verge“-ის ინფორმაციით, მიუხედავად მიწერის ფუნქციის ძირითად აპლიკაციაში დაბრუნებისა, Facebook Messenger-ს ჯერჯერობით არ აუქმებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი