Facebook-მა შესაძლოა მიწერის ფუნქცია თავის მთავარ აპლიკაციაში, Messenger-ის გახსნის გარეშე დააბრუნოს. „The Verge“-ის ცნობით, ამჟამად ფუნქცია იტესტება და მხოლოდ რამდენიმე მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი.
სიახლის საშუალებით, მომხმარებლებს მიწერისა და Facebook Feed-ის გამოყენება მხოლოდ ერთ აპლიკაციაში შესვლით შეეძლებათ. „ჩატის“ ღილაკი, რომელიც Facebook-ის აპლიკაციაში მარჯვენა კუთხეშია განთავსებული, აპლიკაციაშივე გახსნის მესიჯების ველს.
Messenger, როგორც ცალკე აპლიკაცია, 2014 წელს შეიქმნა. „The Verge“-ის ინფორმაციით, მიუხედავად მიწერის ფუნქციის ძირითად აპლიკაციაში დაბრუნებისა, Facebook Messenger-ს ჯერჯერობით არ აუქმებს.