ევროპაში ყველაზე დატვირთული ლონდონი ნიუ-იორკის ავია მიმართულებაა. ბოლო წლის განმავლობაში აღნიშნული მარშრუტი 3 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა, აღნიშნულია Sabre Market Intelligence-ს კვლევაში, რომელსაც avianews ავრცელებს.
ლონდონი-ნიუ იორკის დანიშნულების პუნქტს შორის მანძილი 5.5 ათას კმ-ს შეადგენს.
გასული წლის მონაცემების მიხედვით, მგზავრების უმეტესობამ ამ გზის დაფარვა ავიაკომპანია British Airways-ის მეშვეობით (40.7%) გადაწყვიტა, მგზავრების 28.5%-მა Virgin Atlantic-ით, ხოლო 20.6%-მა ავიაკომპანია American Airlines-ის ბორტებით.
ექსპერტების შეფასებით კი 2017 წელს ყველაზე დატვირთული ლონდონი-დუბაის ავია მიმართულება იყო. თუმცა 2018 წელს ამ მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადი ოდნავ შემცირდა.
2018 წლის მონაცემებით, ევროპის ყველაზე დატვირთული მიმართულებების TOP-10 :