logo_geo
ევროპის ყველაზე დატვირთული მიმართულებების TOP-10
- +

12 აპრილი. 2019. 20:53

 

 

ევროპაში ყველაზე დატვირთული ლონდონი ნიუ-იორკის ავია მიმართულებაა. ბოლო  წლის განმავლობაში აღნიშნული მარშრუტი 3 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა, აღნიშნულია Sabre Market Intelligence-ს კვლევაში, რომელსაც avianews ავრცელებს.

 

ლონდონი-ნიუ იორკის დანიშნულების პუნქტს შორის მანძილი 5.5 ათას კმ-ს შეადგენს.

 

გასული წლის მონაცემების მიხედვით, მგზავრების უმეტესობამ ამ გზის დაფარვა ავიაკომპანია British Airways-ის მეშვეობით (40.7%) გადაწყვიტა, მგზავრების 28.5%-მა Virgin Atlantic-ით, ხოლო 20.6%-მა ავიაკომპანია American Airlines-ის ბორტებით.

 

ექსპერტების შეფასებით კი 2017 წელს ყველაზე დატვირთული ლონდონი-დუბაის ავია მიმართულება იყო. თუმცა 2018 წელს ამ მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადი ოდნავ შემცირდა.

 

2018 წლის მონაცემებით, ევროპის ყველაზე დატვირთული მიმართულებების TOP-10 :

 

  1. ლონდონი – ნიუ-იორკი (2.9 მლნ მგზავრი)
  2. ლონდონი – დუბაი (2.6 მლნ მგზავრი)
  3. ლონდონი – დუბლინი (1.8 მლნ მგზავრი)
  4. სტამბოლი – თეირანი (1.7 მლნ მგზავრი) н)
  5. ლონდონი – ამსტერდამი (1.7 მლნ მგზავრი)
  6. ლონდონი – ლოს-ანჯელესი (1.6 მლნ მგზავრი)
  7. ლონდონი – სინგაპური (1.5 მლნ მგზავრი)
  8. ლონდონი – ჰონგკონგი (1.5 მლნ მგზავრი)
  9. პარიზი – ნიუ იორკი (1.5 მლნ მგზავრი)
  10. ლონდონი – ფრანკფურტი (1.5 მლნ მგზავრი)

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი