logo_geo
მეცნიერები: წონის კლების და შენარჩუნებისას ფიზიკური დატვირთვა უფრო ეფექტურია ვიდრე დიეტა
- +

13 აპრილი. 2019. 00:58

 

 

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჭარბი წონის დროს დიეტის ეფექტურობა და ფიზიკური დატვირთვა ერთმანეთს შეადარეს.

 

Science Daily-ის ცნობით -  მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ

მეცნიერებმა შეადარეს იმ ადამიანების მიერ მოხმარებული კალორიების რაოდენობა, რომელთაც წონა დაიკლეს და ერთ დონეზე შეინარჩუნეს. ასევე გააანალიზეს იმ ადამიანების მონაცემები, რომელთაც წონა და ნივთიერებათა ცვლა ნორმაში ჰქონდათ.

 

ამისთვის მეცნიერებმა წყლის ორმაგად დანიშვნის მეთოდი გამოიყენეს. კერძოდ წყალი გაამდიდრეს მძიმე წყალბადით და ჟანგბადით.

 

შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ წონის დასაკლებად და შესანარჩუნებლად უმჯობესია დიეტის ნაცვლად აქტიური დატვირთვის მეთოდის არჩევა. პირველ შემთხვევაში ადამიანი გამოიყენებს იმდენივე კალორიას, რასაც ჭარბი წონის დაგროვების დროს და ფიზიკური დატვირთვისას უფრო მალე დახარჯავს. ამ მეთოდით ჭარბი წონის დაგროვება გამორიცხულია.

 

ადრე ამერიკელი მეცნიერები ახალგაზრდებში კიბოთი დაავადების რაოდენობის ზრდას ჭარბ წონას უკავშირებდნენ. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ 1995 წლიდან 2015 წლამდე ავთვისებიანი კიბო 50 წლამდე კაცებში და ქალებში გამოვლინდა, რომელთათვისაც ჭარბი წონა რისკ-ფაქტორია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი