1.სავარძლის საიდუმლო ღილაკი - სავარძლის ღილაკი ხშირად შეუმჩნეველია, თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ. მისი მეშვეობით შესაძლებელია სავარძლის მოძრაობა, რაც მგზავრობას გაცილებით კომფორტულს ხდის.
2.შავი სამკუთხედი - სალონის კედელზე შავი სამკუთხედი აღნიშნავს ადგილს საუკეთესო ხედით. ამ ადგილს უილიამ შატერის ადგილსაც უწოდებენ.
3.ტუალეტის საავარიო ღილაკი - გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი შიგნიდან ჩაკეტავს კარებს, ღილაკი განთავსებულია ტუალეტის კარზე, „მოწევა აკრძალულია“ ნიშნის ქვეშ.
4.ხელბორკილები - თუ რომელიმე მგზავრი არაადეკვატურად იქცევა, მგზავრებს უფლება აქვთ, მას ხელბორკილები გაუკეთონ.
6.ხმოვანი სიგნალი - თვითმფრინავებს აქვთ ხმოვანი სიგნალები მატარებლის მსგავსად, პილოტები მას მხოლოდ მიწაზე ყოფნისას იყენებენ.
7.საიდუმლო საძინებელი - ცოტა ადამიანს თუ უფიქრია, სად სძინავთ ბორტგამცილებლებს. სამგზავრო თვითმფრინავების უმეტესობას აქვს საძინებელი, იმისათვის, რომ გამცილებლებმა დაისვენონ.
8.ფანჯარა - თვითმფრინავის ფანჯრებს აქვთ პატარა ხვრელი, რომელიც წნევას არეგულირებს.
9.პედლები - საჰაერო ლაინერებს, ღილაკებისა და სამართავი პულტების გარდა, აქვთ ორი პედალი, რომელთაგან ერთ-ერთი მუხრუჭისთვისაც გამოიყენება.