12 წლის მოზარდმა eBay-დან მოპოვებული მოწყობილობებით სახლში ბირთვული რეაქტორი ორი წლის წინ შექმნა. თუმცა ჯექსონ ოსუალტი ახლა მისი მშობლების კუთვნილ ავტოფარეხში იდეის განვითარებაზე მუშაობს.
„Businessinsider“ წერს, რომ მოზარდმა მექანიზმი ონლაინვიდეობისა და eBay-ზე შეძენილი აღჭურვილობის გამოყენებით შეადგინა. მშობლები ფინანსურ მხარდაჭერას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდნენ, რომ მოზარდი ექსპერტთა გამოცდილებას გაითვალისწინებდა და მათ რჩევებს მიიღებდა. ჯექსონის მიზნის განხორცილებაზე მშობლებმა დაახლოებით $8 000 - $10 000 დახარჯეს.