logo_geo
ჰაკერებმა FBI-ის ათასობით თანამშრომლის პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნეს
- +

13 აპრილი. 2019. 18:17

 

ჰაკერების ჯგუფმა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) დაკავშირებული სულ მცირე სამი ვებგვერდი გატეხეს და ინტერნეტში 4 ათასამდე პოლიციელის და FBI-ის თანამშრომლის პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნეს. ამის შესახებ გამოცემა „Techcrunch“ წერს.

 

მონაცემები შეიცავს სახელებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, თანამშრომლების თანამდებობებს, ტელეფონის ნომრებს და სახლის მისამართებს.

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჰაკერებმა ათასობით სხვა ვებგვერდიც გატეხეს და მათ ეტაპობრივ გამოქვეყნებას აპირებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი