logo_geo
ცნობილია, სად ცხოვრობდა უილიამ შექსპირი
- +

13 აპრილი. 2019. 18:23

 

ბრიტანელმა ისტორიკოსმა ჯეფრი მარშმა განაცხადა, რომ დაადგინა ლონდონის რაიონი, სადაც დრამატურგმა უილიამ შექსპირმა პიესა „რომეო და ჯულიეტა“ დაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მიიჩნევა, რომ შექსპირი ამ ნაწარმოებზე მუშაობდა იმ ადგილას, სადაც დღეს ლივერპულ-სტრიტის რკინიგზის სადგურია გაშენებული. თუმცა, მარში ამტკიცებს, რომ შექსპირი გრეიტ სენტ-ჰელენსის ნომერ 35-ში ცხოვრობდა, რომელიც წმინდა ელენას ეკლესიასთან მდებარეობდა.

 

მარშის თქმით, მწერლის შესახებ ახალი ცნობა, მის მკითხველებს საშუალებას მისცემს, გაიაზროს, რა იყო შექსპირის შთაგონების წყარო. მკვლევარი ამბობს, რომ შექსპირი მდიდრულ რაიონში ცხოვრობდა და მისი მეზობლები იყვნენ ვაჭრები, ექიმები და მუსიკოსები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი