logo_geo
რა დავარქვათ ჯუჯა პლანეტას? - ასტრონომები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ
- +

13 აპრილი. 2019. 21:38

 

ასტრონომები საზოგადოებას სთხოვენ 2007 წელს, მზის სისტემაში ნაპოვნ ჯუჯა პლანეტას სახელი შეურჩიონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ჯუჯა პლანეტა, რომელიც ნეპტუნის ახლობლად მზის გარშემო ტრიალებს ჯერჯერობით (225088) 2007 OR10 ჰქვია. ასტრონომებმა სახელის სამი ვარიანტი შეარჩიეს, - გონგუნი, ჰოლი და ვილი.

 

გამარჯვებულის სახელს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი დაამტკიცებს.

 

გონგუნი - ჩინურ მითოლოგიის ღმერთი, რომელსაც ჟღალი თმები ჰქონდა და გველის კუდი. ის იყო ქაოსის, ქარიშხლების გამომწვევი ბოროტი ღმერთი.  ჰოლი - ევროპულ მითოლოგიაში ნაყოფიერების ქალღმერთი, ხოლო ვილი სკანდინავიური ღმერთი, რომელმაც დაამარცხა ტიტანები და მისი სხეული სამყაროს შექმნისთვის გამოიყენა.

 

ხმის მიცემა შეგიძლიათ ბმულზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი