logo_geo
იცით რამდენი უნდა გეძინოთ, თქვენი ასაკის შესაბამისად
- +

14 აპრილი. 2019. 01:01

 

ადამიანს და საერთოდ, ყველა ცოცხალ არსებას, იმისთვის რომ იცოცხლოს, ჟანგბადთან, წყალთან და საკვებთან ერთად, ძილიც ესაჭიროება. ძილი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და კეთილდღეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენ ცხოვრების მესამედს ძილზე ვხარჯავთ და «ჯანმრთელი ძილის» საერთო მდგომარეობა, მნიშვნელოვანი საკითხია მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.

 

ის, რომ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტასთვის თუ არის 8 საათიანი ძილი პრიორიტეტული. სწორედ ეს არის რეკომენდირებული დრო ზრდასრული ადამიანისთვის. ბევშვებს, 18 წლამდე უფრო მეტი უნდა ეძინოთ, ხოლო მოხუცებს – უფრო ნაკლები.

 

ეს დიაგრამა ძილის ეროვნული ფონდის მიერ არის შემუშავებული და მისი გრაფიკი გვიჩვენებს თუ რა რაოდენობის ძილი არის საჭირო თითოეული ჩვენგანისთვის, ასაკის გათვალისწინებით.

 

 

 

გრაფიკზე მუქი ლურჯი ფერით მოცემულია ძილის რეკომენდირებული დრო, ხოლო მის ზემოთ და ქვებოთ, შედარებით ღია ფერით – ძილის დასაშვები ხანგრძლოვობა.

 

აღნიშნული დიაგრამის შექმნაში, მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა მეცნიერებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ გერონტოლოგები, ფიზიოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები და ნევროლოგები.

 

 

რეკომენდირებული და დასაშვები ძილის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს პრობლემები ექმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ძილის რეჟიმის დარღვევის სიმპტომი შეილება იყოს:

 

მუდმივად წელის ტკივილი

ხანგრძლივი ძილი შეიძლება წელის ტკივილის მიზეზი გახდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხანგრძლივი წოლის დროს, წელის კუნთები სუსტდება.

 

პრობლემის მოგვარება დაბალი ინტენსიობის ფიზიკური ვარჯიშით და დასვენების დღეებში სუფთა ჰაერზე სეირნობით ან ძუნძულით (სირბილი არა) შეიძლება. თუ სპორტთან აქტიური შეხება გაქვთ, მსგავსი პრობლემა არ შეგაწუხებთ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი