logo_geo
ბრიტანეთში ყველაზე ასაკოვანი ოქროს თევზი 44 წლის ასაკში მოკვდა
- +

15 აპრილი. 2019. 18:27

 

 

დიდ ბრიტანეთში ყველაზე ასაკოვანი ოქროს თევზი, „ჯორჯი“ 44 წლისა მოკვდა. როგორც „Daily Mail“ წერს, მან მეგობრის სიკვდილი ვერ გადაიტანა.

 

გამოცემის ინფორმაციით, მისი მეგობარი „ფრედი“ 2 წლის წინ მოკვდა. როგორც 75 წლის კიტ ელისმა თქვა, მან ეს თევზები როგორც რომანტიკული საჩუქარი, ისე აჩუქა თავის მომავალ მეუღლეს. მას შემდეგ თევზები ერთად ცხოვრობდნენ, სანამ მდედრი თევზი არ მოკვდა.

 

ცნობილია, რომ ოქროს თევზები, როგორც წესი, 10 წელზე მეტხანს არ ცოცხლობენ, თუმცა „ფრედი“ და „ჯორჯი“ ნამდვილი რეკორდსმენები აღმოჩნდნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი