logo_geo
როგორ მივხვდეთ მაჯისცემით, გვიახლოვდება თუ არა სიკვდილი
- +

17 აპრილი. 2019. 13:07

 

შვედმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ გულისცემის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში წუთში 75 დარტყმას უტოლდება, ეს მამაკაცებში ნაადრევი გარდაცვალების რისკს ზრდის. ამის შესახებ „MedicalXpress“-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

 

კვლევაში, რომელიც 1993 წელს დაიწყო, სულ 798 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველა 50 წლის იყო. როცა ანკეტები შეავსეს, დაწერეს მათი ცხოვრების წესის შესახებ, მიუთითეს გადატანილი სტრესების სიმძიმე და ოჯახში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ისტორია. მოხალისეებმა სამედიცინო კვლევაც გაიარეს და შედეგების თანახმად ოთხ ჯგუფად წუთში პულსის ოდენობის მიხედვით დაიყვნენ - 55-ზე ნაკლები, 56-დან 65-მდე, 66-დან 75-მდე და 75-ის ზემოთ.

 

მათ გამოკვლევა ხელმეორედ 2003 და 2014 წლებშიც გაიარეს. 21-წლიანი მონიტორინგის განმავლობაში მოხალისეებიდან 119 ადამიანი გარდაიცვალა, 237-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები განუვითარდა. ისინი, ვისი მაჯისცემაც 1993 წელს წუთში 55 დარტყმას აღემატებოდა, ძირითადად მწეველები იყვნენ, ნაკლებად აქტიური ცხოვრების რეჟიმი ჰქონდათ და მიდრეკილები იყვნენ სტრესისკენ. თუმცა ისინი, რომელთა მაჩვენებელი წუთში 75 დარტყმას აღემატებოდა, ორჯერ უფრო ხშირად იღუპებოდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი