logo_geo
კომპიუტერული თამაში, რომელიც შესაძლოა ნოტრ-დამის რეკონსტრუქციისთვის გამოდგეს
- +

17 აპრილი. 2019. 17:28

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად საჭიროა მისი დეტალური ნახაზები და სურათები. ამ მიმართულებით კი, როგორც სოციალურ ქსელში წერენ, რესტავრატორებს შესაძლოა ფრანგული სტუდიის, „Ubisoft“-ის ვიდეოთამაში „Assassinʼs Creed Unity“ დაეხმაროთ.

 

თამაშში მოქმედება მე-18 საუკუნის დასასრულს, პარიზში ხდება. „Assassinʼs Creed“-ის თამაშების სერიაში ბევრი შენობა და არქიტექტურული ძეგლი ერთი-ერთშია აღდგენილი. „Ubisoft“-ის მხატვრებმა ნოტრ-დამის შესასწავლად თითქმის ორი წელი დახარჯეს იმისთვის, რომ თამაშში ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით აესახათ. Unity-ში შესაძლებელია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის იმდენად კარგად და ზუსტად შესწავლა, როგორც ეს აქამდე, რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, თამაშის დახმარებით დეტალურად შეგვიძლია ტაძრის სახურავის დათვალიერება და ტაძრის ყველა კუთხის ნახვა, ვინაიდან Unity-ს მხატვრებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დეტალური ინტერაქტიული 3D რუკა შეადგინეს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის პირობა დადო. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.

 

ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მრგვალი სარკმელები, სავარაუდოდ, განადგურდა. ფრანგმა მეცენატებმა უკვე 300 მილიონი ევრო გაიღეს ტაძრის აღდგენისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი