logo_geo
ოთხი საუკეთესო სანაპირო კუნძულ ბალიზე
- +

17 აპრილი. 2019. 19:02

 

დრიმლენდ ბიჩი

 

დრიმლენდ ბიჩი კუნძულ ბალის ერთ-ერთი „ჰიდენ“ პლაჟია. ადგილობრივებში ცნობილია, როგორც სერფერების პლაჟი, თუმცა აქაურობას უამრავი დამსვენებელი უსასრულო სანაპიროსა და კამკამა წყლის გამო სტუმრობს.

 

 

გრინ ბოულ ბიჩი

 

გრინ ბოულ ბიჩი კუნძულ ბალის სამხრეთით მდებარეობს. სანაპირომდე მისასვლელად 328-საფეხურიანი კიბის გავლა მოგიწევთ, რომელიც ციცაბო დაღმართზე, პირდაპირ ჯუნგლებში გადის. გზად კი მაიმუნებსაც შეხვდებით.

 

გრინ ბოულ ბიჩიც სერფერების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, რასაც ძლიერი ტალღები და სანაპიროზე მდებარე გამოქვაბულები განაპირობებს, რომელიც შესანიშნავი თავშესაფარია ტალღებთან „ბრძოლის“ შემდეგ. გრინ ბოულ ბიჩის სავიზიტო ბარათი ინდოეთის ოკეანესთან შერწყმული ჯუნგლებია, რაც უფრო მეტ ტროპიკულ გარემოს ქმნის.

 

 

სემინიაკის სანაპირო

 

სემინიაკის სანაპირო ყველაზე ხალხმრავალი სანაპიროა ბალიზე. არსად ისე არ უხდება ერთმანეთს რუჯი, მარილიანი თმა და ფერადი სარონგები, როგორც სემინიაკის პლაჟზე.

 

სემინიაკის ფერად სანაპირო ქოლგებზე უფრო ლამაზ ქოლგებს ვერსად ნახავთ და სემინიაკის მზის ჩასვლა სულ სხვა სილამაზეა. სანაპირო კაფე „La Plancha“ ტურისტებისთვის ამ დროს მთავარი თავშეყრის ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროს შედარებით მუქი ქვიშა ახასიათებს და წყალიც არც ისე კამკამაა, როგორც სხვა პლაჟებზე, სემინიაკის სანაპიროს მთავარი სილამაზე მაინც მისი რომანტიკული ხასიათია.

 

ბინგინ ბიჩი

 

ბინგინ ბიჩი დენპასარიდან ნახევარ საათში მდებარეობს. მისი მიგნება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ, ზედმეტ ძალისხმევად ნამდვილად  ღირს. სანაპიროზე მდებარე პატარა ბუნგალოები გარემოს უფრო ალამაზებს. სანაპიროს რესტორნებში კი ტროპიკული ხილის წვენებით გაგრილება და ხედებით ტკბობა, ბალიზე გატარებულ რომანტიკული საღამოების რიცხვში თამამად მოხვდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი