logo_geo
კვლევა: კაცებს ღალატი სახეზე უფრო ეტყობათ, ვიდრე ქალებს
- +

18 აპრილი. 2019. 14:02

 

 

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევრების მტკიცებით, კაცების სახის გამომეტყველების მიხედვით ღალატი უფრო ადვილად ამოსაცნობია, ქალების შემთხვევაში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. კვლევის შედეგები ჟურნალ „Royal Society Open Science“-ში გამოქვეყნდა.

 

ონლაინ-გამოკითხვაში 592 კაცი და 924 ქალი მონაწილეობდა. კვლევის მონაწილეებს 189 ადამიანის ფოტოს შეფასება სთხოვეს და ორი კითხვა დაუსვეს: რამდენად სიმპათიურია ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი და შეუძლია თუ არა მას ღალატი. შესაბამისად, ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებს წინასწარ ეკითხებოდნენ, ღალატობდნენ თუ არა ისინი საკუთარ პარტნიორებს ან ჰქონდათ თუ არა რომანტიკული კავშირი ურთიერთობებში მყოფ ადამიანებთან.

 

როგორც აღმოჩნდა, მოღალატე კაცების ამოცნობა მხოლოდ ქალების 14,1% და კაცების 16,6% შეძლეს, მოღალატე ქალების შემთხვევაში კი ეს მხოლოდ კაცების 4% და ქალების 3,3% შეძლო.

 

აღსანიშნავია, რომ რაც უფრო სიმპათიური იყო ადამიანი, მით უფრო ხშირად სდებდნენ მას ბრალს ღალატში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი