logo_geo
ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები
- +

19 აპრილი. 2019. 14:13

 

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...

 

ინგრედიენტები:

ქათმის ბარკლები - 600 გრ

არაჟანი - 2-3 ს/კ

კამა - ნახევარი კონა

ნიორი - 2-3 კბილი

მზესუმზირის ზეთი, შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით

 

 

მომზადების წესი:

 

 

  1. ჩააწყვეთ ქათმის ბარკლები ღრმა ჯამში. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი კამა და მოასხით არაჟანი. კარგად აურიეთ და 30 წუთი გააჩერეთ.

 

 

 

  1. შემდეგ გადაიტანეთ წინასწარ ცხიმწასმულ ფორმაში და შედგით ღუმელში.

 

 

  1. აცხვეთ ეს უგემრიელესი ქათმის ბარკლები 200 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში.

 

 

გარნირად ნებისმიერი რამ მოუხდება - კარტოფილის პიურე, მოხარშული ბრინჯი, წიწიბურა თუ ოსპი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი