logo_geo
Instagram-ზე შესაძლოა მოწონებების რაოდენობა აღარ გამოჩნდეს
- +

19 აპრილი. 2019. 14:14

 

სოციალურმა ქსელმა Instagram-მა შესაძლოა ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე მოწონებების რაოდენობა აღარ აჩვენოს. ამის შესახებ გამოცემა „TechChurch“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, ახალი დიზაინი, რომელშიც მოწონებების რიცხვი არ ჩანს, საცდელ რეჟიმში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს ჩართული. მათ შორისაა ინჟინერი ჯეინ ვონგი, რომელმაც საცდელი ინტერფეისის ფოტოები Twitter-ზე გაავრცელა.

 

 

როგორც Instagram-ის წარმომადგენელმა „Techchurch“-თან განაცხადა, კომპანია თავისი მომხმარებლებისთვის წნეხის შესამცირებლად ახალი გზების გამონახვას ცდილობს. „ჩვენ გვინდა, რომ თქვენმა მიმდევრებმა ყურადღება გაამახვილონ იმაზე, თუ რას აზიარებთ და არა იმაზე, თუ რამდენ მოწონებას აგროვებს თქვენი ფოტო“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

 

გამოცემის ცნობით, მოწონებების რაოდენობის დამალვამ შესაძლოა მომხმარებელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედოს, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთის პოსტებზე მოწონებების რაოდენობას აღარ შეადარებენ და ამან შესაძლოა მათ ისეთი მასალის გამოქვეყნებისკენაც უბიძგოს, რომელიც ბევრი მოწონების დაგროვებაზე არ იქნება ორიენტირებული.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი