logo_geo
რა საფრთხეს უქმნის ორგანიზმს საუზმის გამოტოვება და გვიან ჭამა
- +

19 აპრილი. 2019. 17:48

 

ბრაზილიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანებში, რომლებიც საუზმეზე უარს ამბობენ და ძილის წინ ჭამენ, გულის შეტევისგან გარდაცვალების რისკი იზრდება. ამის შესახებ „MedicalXpress“ წერს.

 

კვლევაში 113 პაციენტი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 60 წელი იყო. ყველა მათგანს მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი ჰქონდა.

 

პაციენტებს გამოკითხვა ჩაუტარეს, რა დროსაც მათ მიუთითეს, საუზმობდნენ თუ არა დილით და იკვებებოდნენ თუ არა გვიან (დაძინებამდე 2 საათით ადრე).

 

როგორც აღმოჩნდა, კვლევაში მონაწილეების 58% არ საუზმობდა, 51% გვიან ჭამდა, ხოლო ორივე ჩვევას 41% იცავდა.

 

მეცნიერების თქმით, იმ ადამიანებში, რომლებიც არ საუზმობდნენ და გვიან მიირთმევდნენ, საავადმყოფოდან გაწერიდან 30 დღის განმავლობაში ინფარქტის განმეორებისა და გარდაცვალების რისკი 4,5-ჯერ მაღალი იყო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი