logo_geo
მიხეილ ცაგარელი: 19 აპრილს მორიგი სავსემთავრეობაა - ჩაიფიქრეთ სურვილები, ჩამოწერეთ ფურცელზე და დაელოდეთ მის ასრულებას
- +

19 აპრილი. 2019. 19:41

 

„სავსემთავრეობა" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორც ასტროლოგები ამტკიცებენ, ამ დღეს ჩაფიქრებული სიურვილები სრულდება და გეგმები სისრულეში მოდის.

 

 

ხვალ, 19 აპრილს მორიგი სავსემთავრეობა გველოდება.

 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სავსემთვარეზე საუბრობს და საზოგადოებას მითითებებს აძლევენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ 19-20 აპრილს.

 

ცაგარელის თქმით, სავსემთვარეობის დღეს ძალიან კარგია დაუმთავრებელი საქმეების დაგეგმვა და შემდეგი 15 დღის მანძილზე ეს გეგმა მარტივად განხორციელდება.

 

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს სავსემთვარეობაა!

მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, პოზიტიური განწყობა, ნუ გადაიღლით თავს, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქო-ემოციურად.

 

მოჭარბებული ენერგიები მშვიდად მართეთ, პოზიტიური შინაგანი განწყობა შეიქმენით და მშვიდად განვლეთ ეს დღე.

 

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, ასევე შეიკავეთ თავი ამ დღეებში ოპერაციებისგან, სხვადასხვა სახის სამკურნალო - სამედიცინო პროცედურებისგან, თუ რა თქმა უნდა გადაუდებელი არ არის...

 

სავსემთვარეობის დღეს ძალიან კარგია დაუმთავრებელი საქმეების დაგეგმვა (დაწერეთ ფურცელზე) და შემდეგი 15 დღის მანძილზე ეს გეგმა მარტივად განხორციელდება.

 

20 აპრილიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, ნუ კვებავთ თქვენი სასიცოცხლო ენერგიებით ძველ ნივთებს! მოერიეთ თავს და გათავისუფლდით! ძალიან კარგია ლოცვა! ლოცვა ყოველთვის კარგია ეს ყველამ ვიცით, მაგრამ განსაკუთრებით ასეთ პერიოდებში ჩვენივე თავისთვის არის შვება, ლოცვა...

გაუგზავნეთ სამყაროს უდიდესი სიყვარული და მადლიერება უფალს ყველაფრისათვის !

 

გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს, სიკეთეს და სამყაროს საჩუქრებს“, - წერს ცაგარელი.

 

 

ჩაიფიქრეთ სურვილები, ჩამოწერეთ ფურცელზე და დაელოდეთ მის ასრულებას. წარმატებულ თვეს და რეალური ოცნებების ასრულებას გისურვებთ!

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი