logo_geo
რა სარგებლობა მოაქვს ძაღლის ყოლას პატრონისთვის
- +

20 აპრილი. 2019. 02:21

 

ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლის პატრონები 4-ჯერ უფრო მეტად ასრულებენ ფიზიკური აქტივობის ნორმებს, ვიდრე ისინი, ვისაც ეს შინაური ცხოველი არ ჰყავთ. ამის შესახებ MedicalXpress წერს.

 

მკვლევარებმა ინგლისში მცხოვრები 646 ზრდასრულის და 46 ბავშვის ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი შეაფასეს. მათგან ძაღლი 191-ს ჰყავდა.

 

როგორც აღმოჩნდა, ძაღლების პატრონების 64% კვირაში არანაკლებს 150 წუთს სეირნობდა, რაც სეირნობობის საშუალო ხანგრძლივობას აჭარბებს მათში, ვისაც შინაური ცხოველი არ ჰყავს.

 

მეცნიერების თქმით, ეს მონაცემები იმის დასტურია, რომ ძაღლები ხელს უწყობენ ცხოვრების აქტიურ წესს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი