logo_geo
დაქორწინებული კაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ
- +

20 აპრილი. 2019. 13:41

 

 

დაქორწინების თემა კაცების უმეტესობისთვის ისეთივე მტკივნეულია, როგორც კბილის ამოღება ანესთეზიის გარეშე. თანაც სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ ქორწინებას საკმარისად ბევრი უპირატესობა აქვს.

 

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქორწინებისთვის იდეალური პერიოდია - პირველი პაემნიდან სამი წლის შემდეგ. ამ დროში პარტნიორები კარგად ეცნობიან ერთმანეთს, იციან ერთმანეთის უცნაურობები და სუსტი მხარეები და, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ღირსებები. კვლევების თანახმად, ის, ვინც სანუკვარ სიტყვებს: „დიახ, თანახმა ვარ“ სამი და მეტი წელი ელოდება, განქორწინების რისკს 50%-ით ამცირებს. თანაც ქორწინება გაცნობიდან პირველი 12-18 თვის შემდეგ განქორწინების რისკს ზრდის, რადგან ამ პერიოდში ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალე გვაქვს მორგებული და პარტნიორში ნაკლს, ჩვენთვის მიუღებელ ქმედებებსა თუ სხვა ამგვარ დეტალებს ვერ ვამჩნევთ.

 

 

ჩეხეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ დაქორწინებული კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 9 წლით იმატებს, ხოლო ქალების - 7 წლით. ეს შესაძლოა, იმ ფაქტსაც უკავშირდებოდეს, რომ დაქორწინებულ კაცებზე მეუღლეები ზრუნავენ და ზოგადად, შეყვარებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს უფრო დიდ დროს უთმობს. ამასთანავე, ქალები ზრუნავენ იმაზეც, რომ მათი ქმრები რეგულარულად მივიდნენ ექიმთან - აღნიშნულია კვლევაში.

 

 

ამერიკულ ინსტიტუტში ჩატარებული კვლევის თანახმად კი, დაქორწინებული კაცები 10-40%-ით მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე დასაოჯახებლები. მათ იშვიათად ათავისუფლებენ სამსახურიდან და პროფესიაშიც უფრო წარმატებულები არიან.

 

 

ასევე, კვლევით დადგინდა, რომ დაქორწინებული კაცების 51% ძალიან კმაყოფილია საკუთარი სექსუალური ცხოვრებით. ამავე სტატისტიკის მიხედვით, დასაქორწინებელი კაცების მხოლოდ 39% არ უჩივის საკუთარ ინტიმურ ურთიერთობებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი