logo_geo
პროდუქტები, რომლებიც აკრძალულია ძაღლებისა და კატებისთვის
- +

20 აპრილი. 2019. 15:09

 

 

ცხოველებს ხშირად უყვართ იმ საკვების მიღება, რასაც მათი პატრონი მიირთმევს, მაგრამ სანამ  თქვენი საკვებით გაუმასპინძლდებით, გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან. არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც კატეგორიულად აკრძალულია ძაღლებისა და კატებისთვის:

 

 

ალკოჰოლი

 

ალკოჰოლი

 

ალკოჰოლი დიდ ზიანს აყენებს ცხოველის ღვიძლსა და ნერვულ სისტემას. მისი მძაფრი სუნიც კი შესაძლოა მომწამვლელი გახდეს თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის. თუკი ეჭვი გაგიჩნდათ, რომ რაიმე სახის ალკოჰოლი მიიღო თქვენმა ძაღლმა ან კატამ, სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს.

 

 

შოკოლადი 

 

shokoladi dzaglistvis

 

 

შოკოლადი მავნებელია არა მარტო მასში შემავალი კოფეინის გამო, არამედ თეობრომინის და თეოფილინის გამოც. ეს ნივთიერებები ზემოქმედებას ახდენენ ცხოველის ფილტვებზე, ღვიძლზე, გულსა და ნერვულ სისტემაზე. მოარიდეთ მათ ნებისმიერი სახის შოკოლადი.

 

 

ყურძენი და ქიშმიში

 

ყურძენი ქიშმიში

 

ყურძენმა და ქიშმიშმა შესაძლოა გამოიწვიონ ძლიერი მოწამვლა და თირკმელების უკმარისობა. მოწამვლა შესაძლოა ღებინებით დაიწყოს.

 

 

ხახვი და ნიორი

 

ხახვი ნიორი

 

ხახვი და ნიორი ნებისმიერი სახით მავნებელია ძაღლისა და კატისათვის. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს უმი, მოხარშული თუ ფხვნილის სახით. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ მოწამვლა და ანემია. თუ ბავშვის ფაფებით კვებავთ თქვენს ცხოველს, ყოველთვის გადაამოწმეთ შემადგენლობა. ისინი ხშირად შეიცავენ ხახვს.

 

 

ქსილიტოლი

 

ქსილიტოლი

 

ქსილიტოლი არის ხელოვნური დამატკბობელი, რომელსაც შაქრის ნაცვლად იყენებენ საღეჭ რეზინში, კანფეტებსა და ნამცხვრებში. ცხოველებში იწვევს შაქრის დონის დაწევას, დეზორიენტაციას, ღებინებასა და დიარეას.

 

 

 

წყარო: petario.com

 

 

big_banner
არქივი