logo_geo
ცხვირის ფორმის შეცვლა ოპერაციის გარეშეც შესაძლებელია
- +

20 აპრილი. 2019. 15:36

 

 

თუ ადამიანს სურს ცხვირის ფორმის შეცვლა, მას სულაც არ დასჭირდება ქირურგის სკალპელის ქვეშ დაწოლა. ამერიკელი ექიმები გვთავაზობენ არაქირურგიულ მიდგომას. ისინი იყენებენ მიკროსკოპულ ნემსებს, ელექტრულ დენს და 3D პრინტერზე დაბეჭდილ შეცვლილი ცოცხალი ქსოვილების ფორმებს.

 

საუბარია დაბალი ღირებულების, მცირეინვაზიურ პროცედურაზე, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება. ცხვირის ფორმის ცვლილებას დაახლოებით ხუთი წუთი სჭირდება. ხრტილი შედგება ერთიან სტრუქტურად ერთმანეთზე გადაჯაჭვული მყარი ბოჭკოებისგან.

 

თუ ხრტილში გავატარებთ ელექტრულ დენს, ქსოვილი უფრო პლასტიური ხდება. ამ მომენტში შეიძლება გაკეთდეს ცხვირის ფორმის შეცვლა (ახალ ფორმას აძლევს სამგანზომილებიანი მოდელი).

 

ტექნოლოგია გამოსცადეს:

 

ბოცვრებზე, რომელთაც ჩვეულებრივ ყურები ვერტიკალურ მდგომარეობაში აქვთ. მოდელისა და მიკრონემსების ელექტროდების გამოყენებით, მკვლევარებმა ცალი ყურის მოხრა დაზიანების გარეშე შეძლეს. როგორც კი დენის მოქმედება წყდებოდა, ხრტილი ახალი ფორმის შესაბამისად მყარდებოდა, რის შემდეგაც შესაძლებელი იყო მოდელის მოშორება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი