logo_geo
რატომ უნდა შეიყვაროთ ხილი და ბოსტნეული?
- +

20 აპრილი. 2019. 15:43

 

 

გულის ამერიკული ასოციაციის ექსპერტთა განცხადებით, ხილისა და ბოსტნეულის 3-5 ულუფა დღეში პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებათა რისკს 20 %-ით აქვეითებს. დასკვნა გაკეთებულია 3,7 მილიონი ადამიანის გამოკვლევის საფუძველზე.

 

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებისთვის, შაქრიანი დიაბეტითა და ჰიპერტონიით დაავადებულთათვის, რომლებსაც ხშირად აღენიშნებათ სისხლძარღვთა შევიწროება.

სხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ ბოსტნეულისადმი ნეგატიური დამოკიდებულება 37 %-ით ზრდის ინსულტისა და გულის იშემიური დაავადების რისკს.

 

ასე რომ, შეიყვარეთ ხილი და ბოსტნეული! რეგულარულად მიირთვით დღეში 3 ულუფა მაინც!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი