logo_geo
კაცობრიობის ისტორიაში პირველად მსოფლიოში ასაკოვანი ხალხი უფრო მეტია ვიდრე პატარა ბავშვები
- +

22 აპრილი. 2019. 19:32

 

 

კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ დღეს მსოფლიოში ასაკოვანი ხალხი უფრო მეტია ვიდრე პატარა ბავშვები. რას ნიშნავს ეს ჩვენი პლანეტის მომავლისთვის? ამის შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა.

 

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში 2018 წელს, 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხვმა 5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა. დღეს დედამიწაზე 65 წელს გადაცილებული 705 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვების რაოდენობა 680 მილიონის ფარგლებშია.

 

არსებული ტენდენცია აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის ეს განსხვავება კიდევ უფრო გაიზრდება - ვარაუდობენ რომ ამ პერიოდისთვის საშუალო შეფარდება ასეთი იქნება: ერთ ხუთ წლამდე ბავშვზე ორი ასაკოვანი ადამიანი.

 

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1960 წელს შობადობის მაჩვენებელი ერთ ქალზე 5 ბავშვი იყო, 60 წლის შემდეგ კი ეს მონაცემი ორჯერ შემცირდა და საშუალო მაჩვენებელი 2.4-ია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი