logo_geo
მზაკვრული შეთავაზება – ციხესიმაგრე 5 ფუნტად და სახლი სარდინიაზე 1 დოლარად
- +

23 აპრილი. 2019. 01:43

 

 

ციხესიმაგრის გაყიდვის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შოტლანდიის მკვიდრმა, სიუზენ დევერმა არასასურველი ქონების თავიდან მოცილება  კონკურსის მეშვეობით განიზრახა. სპეციალურად შექმნილ “ფეისბუქგვერდზე” მსურველებს შეეძლოთ 5 ფუნტის სანაცვლოდ ბილეთები ეყიდათ და სიუზან დევერის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. გამარჯვებული პრიზის სახით ციხესიმაგრეს და მის მიმდებარე ტერიტორიას მიიღებდა.

 

საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ კონკურსის გამარჯვებულს 65 ათასი ფუნტი სტერლილგი გადაეცა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად,  7 და 5 ათასი ფუნტი სტერლინგი შეხვდათ. ერთ – ერთმა კონკურსანტმა დევერი საკონკურსო პირობები დარღვევაში დაადანაშაულა და სარეკლამო სტანდარტების სამმართველოს საჩივრით მიმართა.  საჩივრის პასუხად, დევერმა განაცხადა, რომ კონკურსის პირობები უძრავი ქონების ანუ ციხესიმაგრის თანხით ჩანაცვლებასაც ითვალისწინებდა.

 

_106489555_castle_grandstaircase

 

სიუზან დევერს იმედი ჰქონდა, რომ  კონკურსის მეშვეობით შეგროვილი თანხით, თავის დროზე, ციხესიმაგრის საყიდლად აღებულ კრედიტს ( 450 ათასი ფუნტი სტერლინგი) გაისტუმრებდა.

 

მოხდა ისე, რომ  დენვერმა მხოლოდ 107 ათასი ფუნტი სტერლინგის შეგროვება შეძლო, საიდანაც 77 ათასი კონკურსანტებს დაურიგა.

დღეის მდგომარეობით, სიუზან დევერის ციხესიმაგრე 1.9 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. ციხესიმაგრეს 17 საძინებელი, რამდენიმე სასტუმრო ოთახი, 20-კაციანი კინოთეატრი, არტ-სტუდია, მცირე სპორტდარბაზი და რამდენიმე გასართობი ოთახი აქვს. ღირებულებაში შედის, ასევე მიწი ნაკვეთი, რომლის ფართობი 2 ჰექტარს აღემატება და იმ ყურეს გადაჰყურებს, რომელიც შოტლაჰდიას და ინგლისს ყოფს.

 

საჩივრის შესწავლის შემდეგ, სარეკლამო სტანდარტების სამმართველომ დაადგინა, რომ  კონკურსი სტანდარტების დარღვევით ჩატარდა და  კონკურსის ორგანიზატორი ვალდებულია გამარჯვებულს უძრავი ქონება (ციხესიმაგრე) ან ამ ქონების რეალური ღირებულების ეკვივალენტური თანხა ( 1.9 მილიონი ფუნტი სტერლინგი) გადასცეს. დევერი სარეკლამო სტანდარტების სამმართველოს ამ დადგენილების გასაჩივრებას გეგმავს.

 

საინტერესო, რომ მსგავსი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში ადრეც  მოხდა. 2017 წელს ერთ-ერთი ფეშენებული ვილის პატრონმა მისი გაყიდვა, ასევე, კონკურსის მეშვეობით გადაწყვიტა. კონკურსის პირობების თანახმად,  10-ფუნტიანი ბილეთით კონკუნრსანტებს საშუალება ექნებოდათ, 2.3 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ვილა მოეგოთ, რასაც თან „როლს როისის“ მარკის ავტომობილი და ვილის მომსახურე პერსონალის 1 წლის ხელფასიც მოჰყვებოდა.

 

_99176947_house3

 

კონკურსის გამარჯვებული გასული წლის ნოემბერში უნდა გამოვლენილიყო, თუმცა  კონკურსის ორგანიზატორმა განაცხადა, რომ  გამარჯვებულს მომდინარე წლის ნოემბერში დაასახელებდა.

 

უძრავი ქონების იაფად  შეძენის მსურველებს, ბრიტანეთის გარდა, სხვა ალტერნატივაც აქვთ, მაგალითად, სარდინიაში. იტალიის მთავრობა სარდინიის ერთ – ერთ კოლორიტულ სოფელში მსურველებს სახლების შეძენას 1 დოლარად სთავაზობს, თუმცა როგორც ირკვევა, ეს ერთი დოლარი, რეალურად, 20 ათასი დოლარია. სწორედ  ამ რაოდენობის თანხის გადახდა მოგიწევთ იმ სახლის სარესტავრაციოდ, რომელსაც 1 დოლარად შეიძენთ.

 

_106493912_gettyimages-528438369

 

მსგავსი შემოთავაზებები აქტუალურია საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთშიც. ამ ხერხით ხელისუფლებები ცდილობენ მოსახლეობას საბინაო საკითხების მოგვარებაში დაეხმარონ. როგორც ირკვევა, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი პროგრამები იმდენად პოპულარულია, რომ პროგრამაში მონაწილე კანდიდატების შესარჩევად სპეციალური კომისიების შექმნაც კი გახდა საჭირო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი