logo_geo
ფაქტები ალ პაჩინოზე
- +

5 თებერვალი. 2017. 16:48



უშიშარი და გულმოდგინე ალ პაჩინო ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. ამ პოპულარული და განხილვადი მსახიობის საეკრანო სახეთა ჩამონათვალში შედის თავისი ეპოქის არაერთი საუკეთესო ფილმი.


პაჩინო 1940 წლის 25 აპრილს დაიბადა ნიუ იორკში. მისი სატელევიზიო დებიუტი 1969 წელს შედგა ფილმში „მე, ნატალი". ხოლო 3 წლის შემდეგ კი ითამაშა ფრენსის ფორდ კოპოლას ლეგენდარულ ფილმში „ნათლიმამა", რომელმაც მას უდიდესი პოპულარობა და ოსკარის პირველი ნომინაცია მოუტანა.

 

 

წარმოგიდგენთ უცნობ ფაქტებს ალ პაჩინოს შესახებ

 

ალ პაჩინო ბრონქსში გაიზარდა, ხათაბალებითა და პრობლემებით სავსე ბავშვი იყო.


პატარა ალფრედოს ერთადერთი გართობა დედასთან ერთად კინოთეატრში წასვლა იყო.ყოველი სეანსის შემდეგ კი იგი ბებიას უყვებოდა ფილმის შინაარსს და მუდამ ამბობდა,რომ ერთ დღეს თავადაც დიდი მსახიობი გახდებოდა.


ალ პაჩინო 17 წლის ასაკში სამსახიობო სკოლიდან გამოაგდეს.


„ნათლიმამა"-ს სინჯების დროს მას არაერთხელ უთხრა უარი სტუდიის ხელმძღვანელობამ და პროდიუსერებმა, რომლებიც მას „ცეროდენა პაჩინოს" უწოდებდნენ, მაგრამ ფრენსის ფორდ კოპოლამ იბრძოლა მისთვის. ფილმსაც სწრაფად იღებდნენ, რადგან რეჟისორსაც და წამყვან მსახიობსაც გათავისუფლების შიში ჰქონდა. ბედის ირონიით, ეს უდიდესი პოპულარობის მომტანი გახდა ორივესათვის.


მაიკლ კორლეონეს როლი,ალ პაჩინომ ჯეკ ნიკოლსონთან და უორენ ბიტისთან კონკურენციაში მიიღო.


პროდიუსერები უკმაყოფილოები იყვნენ ფრენსის ფორდ კოპოლას არჩევანით მაიკლ კორლეონეს როლზე და ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ალ პაჩინო გადასაღები მოედნიდან გაეგდოთ. თუმცა რესტორანში ,პოლიციის კომისრის მკვლელობის სცენის გადაღების შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა.

 

 

 

მას პირველი შვილი შეეძინა მხოლოდ 6 თვით ადრე, სანამ 50 წლის გახდებოდა. 11 წლის შემდეგ კი, 61 წლის ასაკში იგი ტყუპების მამა გახდა.


80-იანი წლები ბოლოს ალ პაჩინოს დიდი შემოქმედებითი პაუზა დაეწყო, ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო იგი კინოდან გარკვეული პერიოდით წავიდა. თუმცა მან შეძლო ამ პრობლემის დაძლევა და კინოში დაბრუნდა.


„ქალის სურნელში" შესრულებული როლისთვის ალ პაჩინო მეშვიდედ წარადგინეს „ოსკარზე" და ამჯერად მან მართლაც მიიღო ოსკარი.


„ქალის სურნელის" გადაღებების დროს ალ პაჩინო წაიქცა და თვალი დაიზიანა,რადგან იგი ზედმეტად იყო როლში შესული.


პაჩინომ ერთხელ ინტერვიუში თქვა, რომ ფილმი, რომელშიც ყველაზე მეტად უნდოდა მონაწილეობა, მაგრამ როლი ვერ მიიღო, იყო „დარტყმა კარში" (1977). რეჟისორმა, ჯორჯ როი ჰილმა ის მხოლოდ იმიტომ არ აირჩია, რომ მან არ იცოდა ყინულზე სრიალი.


თავის საუკეთესო როლად ალ პაჩინო ტონი მონტანას გმირს მიიჩნევს ბრაინ დე პალმას ფილმიდან „ნაიარევი სახე".


ამერიკელი კრიტიკოსების აზრით „ნათლიმამას" შემდეგ ალ პაჩინოს კინოსთვის თავი რომ დაენებებინა,ის მაინც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი იქნებოდა.


 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი