logo_geo
ვიდეო, რომელმაც ერთ დღე-ღამეში 90 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა
- +

23 აპრილი. 2019. 22:26

 

სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა ვიდეო, რომელზეც ნიუ-იორკის მეტროში წინდახედული ამერიკელია აღბეჭდილი. ვიდეოს გმირს იმის შიშით, რომ საკუთარ სადგურს ძილის გამო არ გასცდეს, სპეციალური ქუდი ახურავს, რომელზეც ეკრანია გაკეთებული.

 

ეკრანზე მორბენალი სტრიქონი გადის და მკითხველს ქუდის მფლობელის სურვილს აცნობს, რომ გააღვიძონ ის იქამდე, სანამ 34-ე ქუჩის გაჩერებას გასცდება.

 

ვიდეო Reddit-ზე გავრცელდა, ერთ დღე-ღამეში კი 90 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი