logo_geo
ხომალდმა „ინსაითმა“ მარსზე მიწისძვრა დააფიქსირა
- +

24 აპრილი. 2019. 15:29

 

 

NASA-ს ხომალდმა „ინსაითმა“, რომელიც გასული წლის ბოლოს მარსზე დაჯდა, წითელ პლანეტაზე სეისმური ბიძგები დააფიქსირა.

 

პირველადი ანალიზების თანახმად, ბიძგები პლანეტის წიაღიდან მოდიოდა და მათზე გავლენა არ ჰქონია ატმოსფერულ მოვლენებს, მაგალითად ქარს. სეისმოლოგები ახლა ბიძგების გამომწვევ მიზეზთა გარკვევას ცდილობენ.

 

ისევე როგორც დედამიწაზე, ბიძგებს მარსზეც შეუძლია გამოამჟღავნოს დეტალები პლანეტის წიაღის შესახებ. მისია „ინსაითი“ მარსზე გასული წლის ნოემბერში დაჯდა და მისი მიზანი სწორედ მარსის წიაღის შესწავლაა. აღჭურვილია მრავალი ინსტრუმენტით, რომლებმაც უნდა გაზომონ პლანეტის ტემპერატურა, ბრუნვა ღერძის გარშემო და სეისმური აქტივობა.

 

 

big_banner
არქივი