logo_geo
მადლის ქვა - რატომ არის დავითგარეჯის სამჯერ მოლოცვა იერუსალიმის ერთხელ მოლოცვის ტოლფასი
- +

25 აპრილი. 2019. 12:12

 

ერთხელ მამა დავით გარეჯელი იერუსალიმის მოსალოცად წასულა, მაგრამ შიგნით შესვლა თავისი სიმდაბლის გამო ვერ გაუბედავს. იმ ადგილზე, სადაც უფალმა იესო ქრისტემ ილოცა, წმიდანმა ლოცვა აღავლინა და სამახსოვროდ სამი ქვა წამოიღო. ამ დროს იერუსალიმის პატრიარქს ხილვა ჰქონდა და ეუწყა, რომ საქართველოდან ჩამოსულ ერთ-ერთ ბერს იერუსალიმის მთელი მადლი ქვების სახით გაჰქონდა. მას ეუწყა ისიც, რომ ბერს ორი ქვა უკან უნდა დაებრუნებინა, რათა იერუსალიმი მადლისაგან არ დაცლილიყო და მხოლოდ ერთი ქვის წაღების უფლება მიეცათ. პატრიარქმა მდევარი დაადევნა მამა დავითს და ორი ქვა უკან დააბრუნებინეს. იმ ქვას კი, რომელიც წმიდანმა გარეჯში ჩამოიტანა, მადლის ქვა ჰქვია. ამიტომ არის გარეჯის სამჯერ მოლოცვა იერუსალიმის ერთხელ მოლოცვის ტოლფასი.

 

 

 

 

big_banner
არქივი