logo_geo
„მაიკლ ჯექსონს ეშინოდა, რომ მას მოკლავდნენ“ - მისი საიდუმლო ჩანაწერები
- +

5 თებერვალი. 2017. 23:20



„პოპის მეფე" მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში. ოფიციალური ვერსიით, იგი საანესთეზიო საშუალება „პროპოფოლი"-ს მიერ გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით დაიღუპა, თუმცა გარდაცვალების გარემოებები არაერთ შეკითხვას ბადებს.მომღერლის გარდაცვალებიდან დაახლოებით 8 წლის შემდეგ, ჯექსონის გერმანელი მეგობარი მაიკლ იაკობსჰაგენი აცხადებს: „მაიკლს ეშინოდა, რომ მოკლავდნენ.ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ ხალხს მხოლოდ მისი ფული აინტერესებდა."


იაკობსჰაგენმა და მომღერალმა ერთმანეთი 1995 წელს გაიცნეს და მას შემდეგ ახლო მეგობრებად იქცნენ. იმის მტკიცებულებად, რომ ჯექსონს მისი მკვლელობის შიში ჰქონდა, იაკობსჰაგენი მეგა-ვარსკვლავის 50-მდე ხელნაწერს წარმოადგენს. აი, ციტატები ზოგიერთი მათგანიდან:


„მე მეშინია, რომ ვიღაც სიცოცხლეს გამომასალმებს"

 

„სისტემას სურს მომიშოროს ჩემი მუსიკალური კატალოგის გამო."


ხელნაწერების ნაწილი იაკობსჰაგენს პირადად მაიკლ ჯექსონისგან აქვს მიღებული, ნაწილი კი მომღერლის დედის, კატერინასაგან.


„მას აურაცხელი ხელნაწერები ჰქონდა შენახული და მითხრა: „წაიღე, რაც გჭირდება და სიმართლე სააშკარაოზე გამოიტანე.", ის ფიქრობდა, რომ ამის თაობაზე მე წიგნსაც დავწერდი, თუმცა აქამდე საქმე არ მისულა", -აცხადებს მომღერლის გერმანელი მეგობარი ჯექსონის დედასთან დაკავშირებით.


მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა პერისმა ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ მამამისი დარწმუნებული იყო, ვიღაცის მსხვერპლი გახდებოდა. სწორედ ამ განცხადების შემდეგ ჩათვალა საჭიროდ იაკობსჰაგენმა მის ხელთარსებული ხელნაწერების გამოქვეყნება.


მოკლეს თუ არა მაიკლ ჯექსონი? რას ფიქრობს ამაზე იაკობსჰაგენი?


„მე მას 2009 წლის აპრილში შევხვდი. იქამდე ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია. მას მისი მენეჯერის ეშინოდა და თქვა, რომ იმ დროისათვის დაგეგმილ 50-მდე კონცერტს ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით არ გადადებდა".


მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების ფაქტი კვლავაც ამოუხსნელი რჩება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი