logo_geo
შესაძლოა, შავი ზღვა აფეთქდეს - კვლევა, რომელიც ზღვისპირეთს საშიშროების წინაშე აყენებს
- +

26 აპრილი. 2019. 18:33

 

 

Facebook-გვერდი „დედამიწის გარშემო“, შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჟანგბადით მდიდარი თხელი, 100-150 მეტრის ზედა ფენის ქვეშ შავი ზღვის სიღრმეში უჟანგბადო შრეებია, რომელიც შავი ზღვის 85 პროცენტს შეადგენს.

 

ეს შრეები წყალში გახსნილი ფეთქებადი თვისებების მქონე აირით - გოგირდწყალბადით გახლავთ გაჯერებული. თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ ჟანგბადის შემცირების პარალელურად, გოგირდწყალბადის შემცველობა შავ ზღვაში თანდათან მატულობს, რაც შავი ზღვის აფეთქების პერსპექტივას ქმნის.

 

როგორ შეიძლება წყალი აფეთქდეს? მეცნიერების თქმით, ეს სრულიად შესაძლებელია და ამის ახსნა მოყვარულ მეცნიერსაც შეუძლია. ქართველი მკვლევარების თქმით, თუ მსგავსი რამ პრაქტიკაში მოხდა, ცუნამი მიწასთან გაასწორებს რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს“, - წერია „დედამიწის გარშემოს“ Facebook-გვერდზე.

 

 

big_banner
არქივი