logo_geo
ღვინო ტვინს იმაზე მეტად ავარჯიშებს, ვიდრე მათემატიკა
- +

26 აპრილი. 2019. 22:17

 

 

რა ჯობს კარგი ხარისხის ღვინის დაგემოვნებას. ხოლო, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პროცესი გონების მუშაობისთვის ძალიან სასარგებლოა, მაშინ ღვინის დეგუსტაცია კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.

 

მეცნიერებმა ღვინის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ ღვინის მირთმევა გონებას იმაზე მეტად ასტიმულირებს, ვიდრე კარგი მუსიკის მოსმენა ან რთული მათემატიკური მაგალითის ამოხსნა. ხოლო, თუკი ღვინოს სასიამოვნო მუსიკის თანხლებით მიირთმევთ, მაშინ ჩათვალეთ რომ ნამდვილ თერაპიას იტარებთ.

 

სპეციალისტებს სჯერათ, რომ ღვინის დეგუსტაციაში ტვინის იმაზე დიდი ნაწილი ერთვება, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივობის დროს. ამ დროს ყველა უჯრედი არომატის დადგენითაა დაკავებული, რაც საკმაოდ რთული ბიოლოგიური პროცესია და მთელ ჩართულობას მოითხოვს. ტვინის სტიმულირება და ვარჯიში კი ბუნებრივია,  ძალიან სასარგებლოა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი