logo_geo
72 წლის ფრანგმა მოგზაურმა ატლანტის ოკეანე 122 დღეში კასრით გადაცურა
- +

29 აპრილი. 2019. 15:29

 

72 წლის ფრანგმა მოგზაურმა ჟან ჟაკ სავინმა ატლანტის ოკეანე კასრით გადაცურა. სავინის თქმით, მოგზაურობა 122 დღე და 9 საათი გაგრძელდა.

 

„122 დღის და 9 საათის შემდეგ, მე გადავლახე მერიდიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიბის ზღვის აკვატორიაში ვარ. მოგზაურობა დასრულდა. ყველას მადლობა“, - ამის შესახებ სავინიმ  „France Presse“-ს მისწერა.  

 

მედიის ცნობით, სავინის მოგზაურობა შარშან კანარის კუნძულებიდან დაიწყო. მისი თქმით ამინდმა რამდენჯერმე შეუშალა ხელი, თუმცა მაინც მოახერხა „მისიის შესრულება“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი